Saturday, January 19, 2013

გაკვეთილის გეგმის ნიმუში N1



გაკვეთილის გეგმა

1.     
გაკვეთილის მთავარი თემა  
გეომეტრიული ფიგურები
2.     
სწავლების საფეხური   
დაწყებითი საფეხური, I კლასი
3.     
საგანი მასწავლებლის სახელი
მათემატიკა

ნათია ღონღაძე
4.     
მოსწავლეთა პროფილი
16  მოსწავლე;
 არცერთი მოსწავლე არ არის სპეციალური  საგანმანათებლო საჭიროების მქონე
5.     
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოხდება მოსწავლეთა მარტივი ინტერაქცია, ისინი შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების დასახელებას.
6.     
გაკვეთილის მიზნები
·     ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა დააღწერა;
·    ყოფით დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში
დასახელებული ბრტყელი ფიგურების მითითება;
·    შერეული გროვიდან მითითებული ფიგურის შერჩევა
·    მითითებული გეომეთრიული ფიგურის აღწერა;
·    უშაობა ბუკებში.
7.     
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
მათ.1.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ყოფით დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს.
·           შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან.
·           აღწერს მითითებულ გეომეტრიულ ფიგურას (მაგ.,ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).
.
მათ. 1.7.მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რომელიმე ხერხით(მაგ.,აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გმოსახულებას.                ;
·         უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად.;
·         სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის(მარჯვნივ/ მარცხნივ, ზემოთ/   ქვემოთ,წინ/უკან)შესახებ.

  • მითითებულის წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე.
8.     
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ნუმერაცია 4-ის ფარგალში, მიმატება, გამოკლება (გაზრდა, შემცირება)
9.   
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება.
მოსწავლეებს შევაფასებთ შეფასების რუბრიკის მიხედვით.

10.  
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მათემატიკის 1-ლი კლასის სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილის ავტორობით;  მოსწავლის რვეული, ბუკი, უბრალო და ფერადი ფანქრები, საშლელი, სახაზავი.
11.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
·      გაკვეთილის ხანგრძლივობა 35  წთ;
·      გაკვეთილის დაწყებიდან 15 წთ-ის შემდეგ ფიზიკური აქტივობა - 5 წთ.
·      მოსწავლეებს ვამუშავებ ბუკებში - ვისწავლოთ გეომეტრიული ფიგურები.                                                                   1 (საგანმანათლებლო რესურსი)

A ფაზა  - 8 წთ.
·      საორგანიზაციო მომენტი;
·      მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება - წინა მასალის გახსენება
აქტივობა 1.
o  ოთხამდე დათვლა ზეპირად, თითებისა და ფანქრების გამოყენებით;
o  რიცხვების 1,2,3,4-ის მითითება შესაბამისი რაოდენობის გროვასთან.
o  მუშაობა ბარათებზე და ბუკებში - სავარჯიშო  N1 - მოსწავლეები ამოიცნობენ და დაასახელებენ  გეომეტრიულ ფიგურებს.
o  კითხვების დასმა სურათზე დაყრდნობით: რა გეომეტრიულ ფიგურებს ხედავთ? რამდენი წვერო აქვს? რამდენი კუთხე?რა ფერისაა?რომელი გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგება სახლი? ხე?  მზე? (Classroom Management-ის პროგრამის გამოყენება)

B ფ აზა - 15 წთ.
აქტივობა 2.
·      მოსწავლეებს ვაჩვენებთ სურათს (სავარჯიშო  N2) დადავასახელებინებ მოცემულ გეომეტრიულ ფიგურებს ვასწავლით ფიგურების საშუალებით სურათის აწყობას.
·      ერთმანეთს შევადარებინებთ თავიანთ ნამუშავრებს და ავაღწერინებთ რა სურათი ააწყეს.                                                                         შემდეგ ვაჩვენებ (სავარჯიშო 3) დავასახელებინებ ფიგურებს და შევასრულებინებ სამუშაოს  დამოუკიდებლად .

C ფაზა - 7 წთ.
·      ახალი მასალის  განმტკიცება კითხვა-პასუხით;
·      მუშაობა ბუკებში  - გეომეტრიული ფიგურების დასახელება და აწყობა.                                           (საგანმანათლებლო-კომპიუტერული რესურსი)
·      გაკვეთილის შედეგების შეჯამება
·      მოსწავლეთა შეფასება
·      საშინაო დავალებს მიცემა

შენიშვნა:

·      გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35  წთ, გაკვეთილის დამთავრების ზარი სკოლაში ირეკება 10 წუთის შემდეგ (საგაკვეთილო დროის - 45 წუთის მიხედვით);
·      აღნიშნული 10 წუთის განმავლობაში პირველკლასელები იმყოფებიან საკლასო ოთახში და ისვენებენ - სურვილისამებრ მუშაობენ ბუკებში;
მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მოცემულ შემთხვევაში ვთავაზობთ ბუკებში ხატვას (თავისუფალ თემაზე).


თვითშეფასება   -  გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოვახდენ თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი




საშუალო

მაღალი
კითხვების დახმარებით გეომეტრიული ფიგურების დასახელება , აღწერა, მოდელის შექმნა.
არ შეუძლია,  თუმცა ცდილობს ამოცნობას და დაკავშირებას
ნაწილობრივ შეუძლია
შუძლია დამოუკიდებლად  ფიგურების დასახელება, აღწერა და მოდელის  შექმნა.
კომპიუტერული
 უნარ-ჩვევები
არ აქვს გამომუშავებული
ნაწილობრივ აქვს გამომუშავებული
კარგად აქვს გამომუშავებული

თვითშეფასების სქემის ნიმუში:
შეკითხვები
დიახ
არა
1. 
გასაგებად ვსაუბრობ თუ არა


2. 
ემოციურია თუ არა ჩემი საუბარი


3. 
კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს ვაძლევ მოფიქრებისათვის დროს


4. 
ვიყენებ გაკვეთილის მართვის ელექტრონულ პროგრამას


5. 
ვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ რესურსებს


6. 
ვიყენებ საგანმანათლებლო-კომპიუტერულ თამაშებას


7. 
შეფასების რუბრიკა გაკვეთილის დაწყებსთანავე არის თუ არა ცნობილი მოსწავლეებისთვის


2 comments:

  1. ძალიან კარგია

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია.საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი გამოვა.ვფიქრობ ,გამოვიყენო.მადლობა

    ReplyDelete