გაკვეთილის
გეგმა
1.
|
გაკვეთილის
თემა
|
პირველი ნაბიჯები
გ ასო-ბგერის
სწავლება
|
2.
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, I
კლასი
|
3.
|
ინტგრირებული
საგანი საგანი მასწავლებლის სახელი
|
ქართული, როგორც
მეორე ენა
ქეთევან ნასყიდაშვილი
|
4.
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
21 მოსწავლე;
1 მოსწავლე არის
სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე
(მეტყველების პრობლემით, სამედიცინო დასკვნის
საფუძველზე სწავლობს მხოლოდ მშობლიურ ენას.)
|
5.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
·
მოსწავლე შეძლებს
ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლას, ახალი ასო-ბგერის მართლგამოთქმას, შესწავლას,
მის ამოცნობას, შესაბამისად, ახალი ლექსიკური ერთეულების
წაკითხვას.
|
6.
|
გაკვეთილის
მიზნები
|
·
ნასწავლი ლექსიკის
გამეორება;
·
შესასწავლი ახალი ასო–ბგერის
ამოცნობა;
·
ნასწავლ ლექსიკაში შესასწავლი ასო–ბგერის ამოცნობა;
·
ასო-ბგერითი მიმართების გაცნობიერება;
·
ინტერაქცია სურათებსა და წარწერებზე დაყრდნობით;
·
მთლიანი სიტყვების კითხვა;
·
ელექტრონული სავარჯიშოების შესრულება ბუკებში.
|
7.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
ქ.მ.I.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ
სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებული ბგერით დაწყებულ
სიტყვებს;
·
სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს
აერთიანებს სიტყვებად.
ქ.მ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების,
ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქ.მ. I.14. მოსწავლეს
შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან სიტყვების, ასოების გადაწერა
(გადახატვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მასწავლებლის
დახმარებით გადმოწერს დაფაზე დაწერილ იმ სიტყვას/სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიულ ხატსაც ცნობს და მიუხატავს
შესაბამის ილუსტრაციას;
·
აკვირდება
ასოს ფორმას, ადარებს რაიმე ნაცნობ ფორმას ან საგანს;
·
ხელის
მოძრაობით, ზონარით,
პლასტელინით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·
გამოწერს
ანბანის ზოგიერთ ასოს.
|
8.
|
წინასწარი
ცოდნა
|
·
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ლექსიკური
მარაგი;
·
შესწავლილი აქვთ ორი
ასო (ა, ი);
·
გამოცდილება: მოცემულ
ასოზე სიტყვების დასახელება;
· გამომუშავებული აქვს წერის ელემენტარული უნარი ხელის მოძრაობით, ზონარით, პლასტელინით გამოსახოს ნაცნობი ასოს ფორმა;
· ნაბეჭდიდან სიტყვების, ასოების გადაწერა;
· შეუძლით
ბუკის ჩართვა, მასწავლებლის მითითებების შესრულება.
|
9.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
· განმავითარებელი შეფასება.
· მოსწავლეებს შევაფასებთ შეფასების რუბრიკის მიხედვით.
|
10.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ქართული ენა - I
კლასის სახელმძღვანელო, მაია მელიქიძისა და ნინო გორდელაძის ავტორობით,
I დონე; მოსწავლის
რვეული, ბუკი, ჩემს მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები, კალამი, ფერადი ფანქრები,
სურათები, ნახატები, სათამაშოები
|
11.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
·
გაკვეთილის ხანგრძლივობა
35 წთ;
·
გაკვეთილის დაწყებიდან 15 წთ-ის შემდეგ
ფიზიკური აქტივობა -
4
წთ.
·
მოსწავლეებს ვამუშავებ ბუკებში - ვისწავლოთ ქართული -1 (საგანმანათლებლო რესურსი)
A ფაზა - 8 წთ.
·
კლასის ორგანიზება
· მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება - წინა მასალის გახსენება
აქტივობა 1.
o ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორება (ლექსიკური
ერთეულები: გოგო, გოგრა, გული, გია, გუგული, გალია, გასაღები, გედი, გვირილა, გემი,
გირი, გალია);
o ფოტოგრაფიული კითხვა: მუშაობა ბარათებზე და ბუკებში
- სავარჯიშო N1 - მოსწავლეები
ამოიცნობენ და დაასახელებენ დაწერილ სიტყვებს.
o კითხვების დასმა სურათზე დაყრდნობით: რა არის? რამდენია?
რა ფერისაა? დიდია თუ პატარა?
o სავარჯიშო N 2 სურათები
უნდა დაუკავშირონ წარწერებს;
B ფ აზა -15 წთ.
აქტივობა 2
სავარჯიშო N 3;
მოსწავლეები აკვირდებიან გრაფაში ჩაწერილ
სიტყვებს და ასრულებენ მასწავლებლის მითითებებს:
Ø ამოიცანი რა
წერია ?
Ø რომელი ასოები იცით? (ი, ა)
Ø ი– ასო გააფერადეთ მწვანედ;
Ø ა –ასო გააფერადეთ ლურჯად;
Ø რა წერია პირველ სვეტში? (გია)
Ø რა ფერისაა გ ასო ? (წითელი)
Ø რამდენი გ ასო
გვხვდება ამ დავალებაში? (10)
სავარჯიშო N4 მოცემულ
ელექტრონულ რესურში უნდა
გააფერადონ გ ასო(ენის გასატეხი)
აქტივობა N3.
მიზანი: ხელის მოტორიკის განვითარება:
Ø
ხელის მოძრაობით შემოვხაზავთ გ ასოს:
Ø
ზონარის საშუალებით დავწეროთ გ ასო;
სავარჯიშო N5.
Ø ბუკებში გააფერადეთ მოცემული სურათები და გადმოწერეთ რა არის;
აქტივობა N4
·
ვარჯიში შესწავლილი ასო-ბგერის მართლწარმოთქმაზე,
ენის გასატეხი:
გუგუ-გუგუ!
გუგულმა
გულჭრელათა გვარისამ,
გამარჯობა გვისურვა,
გული გაგვიხალისა.
(წარმოვთქვათ
სწორად და შესაბამისი ინტონაციით)
C ფაზა - 8 წთ.
·
შესწავლილი მასალის განმტკიცება -
აქტივობა
N5 -
დაასახელეთ
სიტყვები, სადაც გვხვდება
შესწავლილი ასო-ბგერა - გ
·
მუშაობა ბუკებში -
მოსწავლეებს ვამუშავებ ბუკებში - ვისწავლოთ ქართული -1 (საგანმანათლებლო რესურსი)
ვასრულებთ გ-ასო-ბგერასთან დაკავშირებულსავარჯიშოებს.
·
გაკვეთილის შედეგების
შეჯამება
·
მოსწავლეთა შეფასება
·
საშინაო დავალების
მიცემა
|
შენიშვნა:
·
გაკვეთილის ხანგრძლივობაა
- 35 წთ;
·
გაკვეთილის დამთავრების
ზარი სკოლაში ირეკება 10 წუთის შემდეგ (საგაკვეთილო დროის - 45 წუთის მიხედვით);
·
აღნიშნული 10 წუთის
განმავლობაში პირველკლასელები იმყოფებიან საკლასო ოთახში და ისვენებენ - სურვილისამებრ
მუშაობენ ბუკებში;
მოსწავლეებს ვთავაზობთ
სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მოცემულ შემთხვევაში ვთავაზობთ ლოტოს ელექტრონულ ფორმატში
- იხ. სავარჯიშო
N6 - ლოტო
|
თვითშეფასება - გაკვეთილის დასრულების
შემდეგ, საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოვახდენ თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული
სქემის მიხედვით.
სასწავლო ელექტრონული რესურსები
სასწავლო რესურსი - 1
სასწავლო რესურსი - 2
სასწავლო რესურსი - 3
სასწავლო რესურსი - 4
ვიდეომასალა:
სასწავლო რესურსი - 2
სასწავლო რესურსი - 3
სასწავლო რესურსი - 4
ვიდეომასალა:
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
წინარე ცოდნა
- გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ლექსიკური ერთეულების ცოდნა
|
არა
საკმარისი
|
საკმარისი
|
კარგი
|
ფოტოგრაფიული კითხვა
|
არ შეუძლია, თუმცა ცდილობს ამოცნობას
და დაკავშირებას
|
ნაწილობრივ შეუძლია
|
შუძლია
დამოუკიდებლად ნახატის ნაწერთან დაკავშირება
|
ახალი შესწავლილი მასალის გააზრება -
გ-ასოს ამოცნობა და წარმოთქმა
|
არა საკმარისი
|
საკმარისი
|
კარგი
|
ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს
|
ვერ
ასრულებს
|
ასრულებს
მასწავლებლის
დახმარებით
|
ესმის
და ასრულებს დამოუკიდებლად
|
კომპიუტერული
უნარ-ჩვევები
|
არ
აქვს გამომუშავებული
|
ნაწილობრივ
აქვს გამომუშავებული
|
კარგად
აქვს გამომუშავებული
|
№
|
შეკითხვები
|
დიახ
|
არა
|
1.
|
გასაგებად ვსაუბრობ თუ არა
|
√
|
|
2.
|
ემოციურია თუ არა ჩემი საუბარი
|
√
|
|
3.
|
კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს ვაძლევ მოფიქრებისათვის
დროს
|
√
|
|
4.
|
ვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ რესურსებს
|
√
|
|
5.
|
ვიყენებ საგანმანათლებლო-კომპიუტერულ თამაშებს
|
√
|
|
6.
|
შეფასების რუბრიკა გაკვეთილის დაწყებსთანავე არის
თუ არა ცნობილი მოსწავლეებისთვის
|
√
|
· გაკვეთილის გეგმა:
შესრულდა √ შეიცვალა
· მიღწეულია თუ არა გაკვეთილის მიზნები?
დიახ √
არა ნაწილობრივ
·
რამდენად შემიწყო ხელი ისტ-ის გამოყენებამ საგაკვეთილო მიზნის მიღწევაში?
გაკვეთილზე ისტ-ის
გამოყენებით:
- მოსწავლეებისათვის მუშაობა იყო საინტერესო; ბუკში მომზადებული თვალსაჩინოებები მოსწავლეებისათვის იყო სახალისო;
- მოსწავლებმა უფრო სწრაფად შეისწავლეს ახალი მასალა - არაქართველ მოსწავლეებს უმოკლეს დროში განუვითარდათ ფოტოგრაფიული კითხვის უნარი;
- გაკვეთილის ბოლომდე მოსწავლეები აქტიურები იყვნენ;
- მოსწავლეებისათვის დამატებითი დრო (10 წუთი) იყო სახალისო და მიზანმიმართული;
- ბუკში არსებული საგანმანათლებლო თამაშების გამოყენებით მოსწავლეებმა ხალისით შეისწავლეს ახალი სიტყვები და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი.
·
ჩემი გაკვეთილის ძლიერი მხარე
- გაკვეთილის მიზანი მიღწეულია;
- კლასში განმტკიცებული იყო დისციპლინა, გაკვეთილისთვის კლასი იყო მობილიზებული და ორგანიზებული, მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს;
- გაკვეთილზე აქტიურად გამოვიყენე ბუკები. მოსწავლეებმა შეასრულეს ჩემს მიერ მომზადებული სავარჯიშოები ელექტრონულ ფორმატში;
- მოსწავლეები ვამუშავე სხვადასხვა კიმპიუტერულ პროგარამაში (Word-ში, PowerPoin-ში, Paint-ში)
- მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვებზე პასუხის გაცემა ქართულ ენაზე.
·
რას
შევცვლიდი ხელახლა რომ ჩავატარო
ეს გაკვეთილი
- გავაუმჯობესებდი სასწავლო გარემოს - გამართული ლოკალური ქსელის პირობებში გამოვიყენებდი სწავლების ელექტრონულ პროგრამას - გაკვეთილის მართვას - Classroom Management-ს (შიდა ქსელის გამართვის შემთხვევაში) და 21 მოსწავლესთან ვიმუშავებდი ფლეშის გარეშე, არ დამჭირდებოდა გაკვეთილის დაწყებამდე დამატებითი დრო ელექტრონული რესურსების მოსწავლეთა ბუკებში ჩასაწერად.
- სასურველია, არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებსაც გვქონდეს ბუკები, რათა ყოველდღიურად, დაუბრკოლებლად შევძლოთ ელექტრონული რესურსების მომზადება, ბუკების უფრო მიზნობრივად და აქტიურად გამოყენება.