Wednesday, February 6, 2013

გაკვეთილის გეგმის ფორმა

გაკვეთილის გეგმის ფორმა:




გაკვეთილის მთავარი თემა
გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ:
1.   ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით,
2.   სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით,
3.   სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
უმჯობესია, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოაყალიბოთ. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.
სწავლების საფეხური
რომელ კლასში არიან მოსწავლეები?
მოსწავლეთა პროფილი
· რამდენი მოსწავლეა კლასში?
· არის თუ არა განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში?
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ეს გაკვეთილი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება ეს გაკვეთილი მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე დინამიურად გადასვლაში? ცოდნის ინტეგრირებაში?

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან მოსწავლეები?
რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს?
ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი?
წინასწარი ცოდნა
რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?

შეფასების საგანი და პროცედურები
როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას?
რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)?
რა ტიპის შეფასებას (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ნდივიდუალური, ჯგუფური...) გამოვიყენებ?
რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები?
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს?
ხომ არ შემიძლია საკითხის დამუშავებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ? რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები დამჭირდება (მაგ., კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი, კოლბა და ..)? რა კომპიუტერული პროგრამა (მაგ., MS Word, PowerPoint და ..) დამჭირდება?
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება?
რა აქტივობებს განვახორციელებ სასწავლო მიზნის მისაღწევად? რა დროს დავუთმობ თითოეულ აქტივობას?
როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას?
როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას?
როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას?
როგორ მოვახდენ მოსწავლეების ორგანიზებას (ინდივიდუალური/ წყვილებში/ჯგუფებში/მთე კლასთან მუშაობა).

No comments:

Post a Comment