Saturday, January 26, 2013

გაკვეთილის ორგანიზება: დაგეგმვა - მომზადება - წარმართვა - შეფასება



გაკვეთილის გეგმა

1.     
გაკვეთილის თემა  
პირველი ნაბიჯები
   ასო-ბგერის სწავლება
2.     
სწავლების საფეხური   
დაწყებითი საფეხური, I კლასი
3.     
ინტგრირებული საგანი საგანი მასწავლებლის სახელი
ქართული, როგორც მეორე ენა

ქეთევან ნასყიდაშვილი
4.     
მოსწავლეთა პროფილი
21  მოსწავლე;
1 მოსწავლე  არის სპეციალური  საგანმანათებლო საჭიროების მქონე (მეტყველების პრობლემით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სწავლობს მხოლოდ მშობლიურ ენას.)
5.     
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
·       მოსწავლე შეძლებს ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლას, ახალი ასო-ბგერის მართლგამოთქმას, შესწავლას, მის ამოცნობას, შესაბამისად, ხალი ლექსიკური ერთეულების წაკითხვას.
6.     
გაკვეთილის მიზნები
·    ნასწავლი ლექსიკის გამეორება;
·    შესასწავლი ახალი ასო–ბგერის ამოცნობა;
·    ნასწავლ  ლექსიკაში შესასწავლი ასო–ბგერის ამოცნობა;
·    ასო-ბგერითი მიმართების გაცნობიერება;
·    ინტერაქცია სურათებსა და წარწერებზე  დაყრდნობით;
·    მთლიანი სიტყვების კითხვა;
·    ელექტრონული სავარჯიშოების შესრულება  ბუკებში.
7.     
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქ.მ.I.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებული ბგერით დაწყებულ სიტყვებს;
·           სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად.
ქ.მ.I.7. მოსწავლეს  შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების,
            ჟღერადობების,  ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
  •  ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
  • იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
  • ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ენის გასატეხები;
  • ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.
ქ.მ. I.14.  მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან სიტყვების, ასოების გადაწერა
            (გადახატვა).
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის დახმარებით გადმოწერს დაფაზე დაწერილ იმ სიტყვას/სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიულ ხატსაც ცნობს და მიუხატავს შესაბამის ილუსტრაციას;
·         აკვირდება ასოს ფორმას, ადარებს რაიმე ნაცნობ ფორმას ან საგანს;
·         ხელის მოძრაობით, ზონრით, პლასტელინით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·         გამოწერს ანბანის ზოგიერთ ასოს.
8.     
წინასწარი ცოდნა
·      მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ლექსიკური მარაგი;
·      შესწავლილი აქვთ ორი ასო (ა, ი);
·      გამოცდილება: მოცემულ ასოზე სიტყვების დასახელება;
·      გამომუშავებული აქვს წერის ელემენტარული უნარი ხელის მოძრაობით, ზონრით, პლასტელინით გამოსახოს ნაცნობი ასოს ფორმა;
·      ნაბეჭდიდან სიტყვების, ასოების გადაწერა;
·       შეუძლით ბუკის ჩართვა, მასწავლებლის მითითებების შესრულება.
9.    
შეფასების საგანი და პროცედურები
· განმავითარებელი შეფასება.
· მოსწავლეებს შევაფასებთ შეფასების რუბრიკის მიხედვით.

10.  
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ქართული ენა - I კლასის სახელმძღვანელო,  მაია მელიქიძისა და ნინო გორდელაძის ავტორობით, I დონე;  მოსწავლის რვეული, ბუკი, ჩემს მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები, კალამი, ფერადი ფანქრები, სურათები, ნახატები, სათამაშოები
11. 
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
·      გაკვეთილის ხანგრძლივობა 35  წთ;
·      გაკვეთილის დაწყებიდან 15 წთ-ის შემდეგ ფიზიკური აქტივობა - 4 წთ.
·      მოსწავლეებს ვამუშავებ ბუკებში - ვისწავლოთ ქართული -1 (საგანმანათლებლო რესურსი)

A ფაზა - 8 წთ.
·      კლასის ორგანიზება
·      მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება - წინა მასალის გახსენება

აქტივობა 1.
o  ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორება (ლექსიკური ერთეულები: გოგო, გოგრა, გული, გია, გუგული, გალია, გასაღები, გედი, გვირილა, გემი, გირი, გალია);
o  ფოტოგრაფიული კითხვა: მუშაობა ბარათებზე და ბუკებში - სავარჯიშო  N1 - მოსწავლეები ამოიცნობენ და დაასახელებენ  წერილ სიტყვებს.
o  კითხვების დასმა სურათზე დაყრდნობით: რა არის? რამდენია? რა ფერისაა? დიდია თუ პატარა?
o  სავარჯიშო N 2  სურათები  უნდა დაუკავშირონ  წარწერებს;

B ფ აზა -15 წთ. 
აქტივობა 2
სავარჯიშო N 3;  მოსწავლეები აკვირდებიან გრაფაში ჩაწერილ          
              სიტყვებს და ასრულებენ მასწავლებლის მითითებებს:
Ø  ამოიცანი რა წერია ?
Ø  ომელი ასოები იცით? (ი, ა)
Ø  ი– ასო  გააფერადეთ  მწვანედ;
Ø  ა –ასო გააფერადეთ  ლურჯად;
Ø  რა წერია  პირველ სვეტში?    (გია)
Ø  რა ფერისაა    ასო ? (წითელი)
Ø   რამდენი     ასო გვხვდება ამ დავალებაში? (10)

ავარჯიშო N4  მოცემულ ელექტრონულ რესურში უნდა                        
                  გააფერადონ გ ასო(ენის გასატეხი)

აქტივობა N3.
მიზანი:  ხელის მოტორიკის განვითარება:
Ø ხელის მოძრაობით შემოვხაზავთ  გ ასოს:
Ø ზონარის საშუალებით დავწეროთ  გ ასო;

  სავარჯიშო  N5.
Ø  უკებში გააფერადეთ მოცემული სურათები და   გადმოწერეთ რა არის;
აქტივობა N4
·      ვარჯიშ  შესწავლილი ასო-ბგერის  მართლწარმოთქმაზე, ენის გასატეხი:
                       გუგუ-გუგუ! გუგულმა
                       გულჭრელათა გვარისამ,
                       გამარჯობა გვისურვა,
                       გული გაგვიხალისა.                           
(წარმოვთქვათ სწორად და შესაბამისი ინტონაციით)

C ფაზა - 8 წთ.
·      შესწავლილი მასალის განმტკიცება -
აქტივობა N5 -  აასახელეთ სიტყვები, სადაც გვხვდება                       შესწავლილი ასო-ბგერა - გ 
·      მუშაობა ბუკებში - მოსწავლეებს ვამუშავებ ბუკებში - ვისწავლოთ ქართული -1 (საგანმანათლებლო რესურსი)
ვასრულებთ გ-ასო-ბგერასთან დაკავშირებულსავარჯიშოებს.
·      გაკვეთილის შედეგების შეჯამება
·      მოსწავლეთა შეფასება
·      საშინაო დავალების მიცემა

შენიშვნა:
·      გაკვეთილის ხანგრძლივობაა  - 35  წთ;
·      გაკვეთილის დამთავრების ზარი სკოლაში ირეკება 10 წუთის შემდეგ (საგაკვეთილო დროის - 45 წუთის მიხედვით);
·      აღნიშნული 10 წუთის განმავლობაში პირველკლასელები იმყოფებიან საკლასო ოთახში და ისვენებენ - სურვილისამებრ მუშაობენ ბუკებში;
მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მოცემულ შემთხვევაში ვთავაზობთ ლოტოს ელექტრონულ ფორმატში - იხ. სავარჯიშო N6  - ლოტო 


თვითშეფასება   -  გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოვახდენ თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით.

              

                       სასწავლო ელექტრონული რესურსები 

სასწავლო რესურსი - 1
სასწავლო რესურსი - 2
სასწავლო რესურსი - 3
სასწავლო რესურსი - 4

ვიდეომასალა: 


 
 




შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები



დაბალი







საშუალო




მაღალი
წინარე  ცოდნა  - გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ლექსიკური ერთეულების ცოდნა

არა საკმარისი
საკმარისი
კარგი
ფოტოგრაფიული კითხვა

არ შეუძლია,  თუმცა ცდილობს ამოცნობას და დაკავშირებას
ნაწილობრივ შეუძლია
შუძლია დამოუკიდებლად ნახატის ნაწერთან დაკავშირება
ხალი  შესწავლილი  მასალის გააზრება  -
გ-ასოს ამოცნობა და წარმოთქმა
არა საკმარისი
საკმარისი
კარგი
ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ ინსტრუქციებს
ვერ ასრულებს
ასრულებს
მასწავლებლის დახმარებით
ესმის და ასრულებს დამოუკიდებლად

კომპიუტერული
 უნარ-ჩვევები
არ აქვს გამომუშავებული

ნაწილობრივ აქვს გამომუშავებული

კარგად აქვს გამომუშავებული



გაკვეთილზე:








































  • ფოტომასალა
  •  
  • ვიდეომასალა




თვითშეფასების სქემის ნიმუში:
შეკითხვები
დიახ
არა
1. 
გასაგებად ვსაუბრობ თუ არა

2. 
ემოციურია თუ არა ჩემი საუბარი

3. 
კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს ვაძლევ მოფიქრებისათვის დროს

4. 
ვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ ელექტრონულ რესურსებს

5. 
ვიყენებ საგანმანათლებლო-კომპიუტერულ თამაშებს

6. 
შეფასების რუბრიკა გაკვეთილის დაწყებსთანავე არის თუ არა ცნობილი მოსწავლეებისთვის



· გაკვეთილის გეგმა:
                                           შესრულდა                       შეიცვალა   
· მიღწეულია თუ არა გაკვეთილის მიზნები?
                   დიახ                                 არა                               ნაწილობრივ      

·         რამდენად შემიწყო ხელი ისტ-ის გამოყენებამ საგაკვეთილო  მიზნის მიღწევაში?

გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენებით:
  • მოსწავლეებისათვის მუშაობა იყო საინტერესო; ბუკში მომზადებული თვალსაჩინოებები მოსწავლეებისათვის იყო სახალისო;
  • მოსწავლებმა უფრო სწრაფად შეისწავლეს ახალი მასალა - არაქართველ მოსწავლეებს უმოკლეს დროში განუვითარდათ ფოტოგრაფიული კითხვის უნარი;
  • გაკვეთილის ბოლომდე მოსწავლეები აქტიურები იყვნენ;
  • მოსწავლეებისათვის დამატებითი დრო (10 წუთი) იყო სახალისო და მიზანმიმართული;
  • ბუკში არსებული საგანმანათლებლო თამაშების გამოყენებით მოსწავლეებმა ხალისით შეისწავლეს ახალი სიტყვები და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი.

·         ჩემი გაკვეთილის ძლიერი მხარე
  •  გაკვეთილის მიზანი მიღწეულია;
  •  კლასში განმტკიცებული იყო დისციპლინა, გაკვეთილისთვის კლასი იყო მობილიზებული და ორგანიზებული, მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს;
  • გაკვეთილზე აქტიურად გამოვიყენე ბუკები. მოსწავლეებმა შეასრულეს ჩემს მიერ მომზადებული სავარჯიშოები ელექტრონულ ფორმატში;
  • მოსწავლეები ვამუშავე სხვადასხვა კიმპიუტერულ პროგარამაში (Word-ში, PowerPoin-ში, Paint-ში)
  • მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვებზე პასუხის გაცემა ქართულ ენაზე.

·         რას შევცვლიდი  ხელახლა  რომ  ჩავატარო ეს გაკვეთილი

  •  გავაუმჯობესებდი სასწავლო გარემოს - გამართული  ლოკალური ქსელის პირობებში გამოვიყენებდი სწავლების ელექტრონულ პროგრამას - გაკვეთილის მართვას - Classroom Management-ს (შიდა ქსელის გამართვის შემთხვევაში) და 21 მოსწავლესთან ვიმუშავებდი ფლეშის გარეშე, არ დამჭირდებოდა გაკვეთილის დაწყებამდე დამატებითი დრო ელექტრონული რესურსების მოსწავლეთა ბუკებში ჩასაწერად.
  •  სასურველია, არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებსაც გვქონდეს ბუკები, რათა ყოველდღიურად, დაუბრკოლებლად შევძლოთ ელექტრონული რესურსების მომზადება,  ბუკების უფრო მიზნობრივად და აქტიურად გამოყენება.